მთავარი ჩვენს შესახებ სერვისი ხელსაწყოები დაგვიკავშირდით  


 
ძებნა
ვალუტის კონვერტორი
საიდან
სად
თანხა
შედეგი
 
ვალუტის კურსები(GEL)
 

 

სიახლეების გამოწერა
გამოწერა  გამოწერის გაუქმება

 

1. მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება
მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება ხორციელდება უახლესი ჯპს აპარატით სტონექს S9 plus ით, მილიმეტრების სიზუსტით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის (ელ-ვერსიის) დამზადება წარმოებს  WGS 1984 UTM Zone 38N კოორდინატთა სისტემაში (მასალა მუშავდება  GIS-ის პროგრამაში). მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე კონტური, მიწის ნაკვეთის საზღვრები, ფართობი, წარმოდგენილი ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიის სახით.

ვადა დაჩქარებული მომსახურეობის გარეშე შეადგენს 15-დან 20 სამუშაო დღემდე

2. შიდა აზომვითი ნახაზის შედგენა 

შიდა აზომვითი ნახაზი  ძირითადად ესაჭიროება ისეთი ბინის ან საკუთარი სახლის მეპატრონეებს, რომელთა ამონაწერში მითითებულ ფართობში არ არის შესული სამზარეულოს, მისაღების, ლოჯის, მიშენების და აივნის ფართობები. შიდა აზომვისას დეტალურად ხდება ბინის აზომვა ლაზერული ხელსაწყოებით, კომპიუტერული დამუშავების შემდეგ კი ბინის მესაკუთრეს გადაეცემა მისი საკუთრების (ბინის, სახლის) უზუსტესი გეგმა, სადაც მითითებულია ყველა ოთახის ფართი და მათი საერთო ჯამი.

აზომვითი ნახაზი შემდგომ მიაქვს მესაკუთრეს საჯარო რეესტრში და შესაბამისი მოსაკრებელის გადახდის შემდგომ 4 სამუშაო დღეში არეგისტრირებს მისი უძრავი ქონების მთლიან ფართობს.შენობა-ნაგებობების გეგმა ანაზომის შედგენა წარმოებს ArchiCad-ის პროგრამაში, წარმოდგენილი თვალსაჩინო მასშტაბში ქაღალდის ვერსიის სახით;

 

3. მიწის ნაკეთის დაკვალვა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წელს დაამონტაჟა მუდმივმოქმედი GPS სადგურები (CORS)-ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც იძლევა 1 სანტიმეტრიანი სიზუსტის კოორდინატებს შესაბამისი GPS მოწყობილობის გამოყენებით.

      ჩვენი კომპანია ზემოთაღნიშნული GPS მოწყობილობის გამოყენებით დაგიდგენთ თქვენი მიწის ნაკვეთის ზუსტ საზღვარს, სადაც მომავალში მეპატრონეს შეეძლება ღობის აშენება შენობის დაპროექტება ან უბრალოდ საზღვრის მონიშვნა.

   ამრიგად აღსანიშნავია, რომ დაკვალვისთვის გაღებული თანხა მომავალში მრავალ პრობლემას აარიდებს მიწის ნაკვეთის მეპატრონეს.

4. მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება

წლების მანძილზე დაგროვებულმა არაპროფესიონალურ დონეზე განხორციელებულმა მიწის აზომვებმა და მათმა რეგისტრაციამ, ბაზარზე წარმოქმნა ახალი პრობლემა, რეგისტრირებულ მონაცემებთან გადაფარვა.


მიუხედავად იმისა რომ პიროვნებას ზუსტად აქვს განსაზღვრული თავისი ნაკვეთის კონტური, (რომელიც შეუდგინა კვალიფიციურმა საამზომველო კომპანიამ) იგი რეგისტრირებულ მონაცემებთან გადაფარვის გამო ზოგჯერ მაინც ვერ ახერხებს რეგისტრაციაში გაატაროს თავისი საკუთრება.
გადაფარვის აღმოფხვრა კი უნდა მოხდეს ისევ მეზობლის ნაკვეთის ზუსტი აზომვისა და მის რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანით.
ჩვენმა კომპანიამ ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო წარმოქმნილი არაერთი დავა გადაჭრა, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება...

 

5. გამიჯვნის (გაყოფის) ნახაზის შედგენა

მიწის ნაკვეთის გაყოფისას, როცა მიწის ნაკვეთი ერთი პირის საკუთრებაა, წარდგენილ უნდა იქნეს:
) განცხადება;
) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი
) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის   დამდასტურებელი საბუთი;

მიწის ნაკვეთის გაყოფისას, როცა მიწის ნაკვეთი თანასაკუთრებაა (და შემოთავაზებული დაყოფის შედეგად იცვლება თანამესაკუთრეთა ნაწილობრივი მონაცემები) წარდგენილ უნდა იქნეს:
) განცხადება;
) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
) შემოთავაზებული დაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის  ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი
) თანამესაკუთრეების საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაყოფის შესახებ ხელშეკრულება ან სასამართლოს (საარბიტრაჟო) გადაწყვეტილება ან განჩინება;
) სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

 

6. მემკვიდრეობის აღდგენა     

სამკვიდროს მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება და წარდგენა შესაბამის ინსტანციებში, პროცესის სრული ორგანიზება წარმოებს ჩვენი კომპანიის  მიერ.

 მოქალაქე, რომელიც მომართავ ჩვენს კომპანიას მემკვიდრეობის აღსადგენად, უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1.მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა.

2. მემკვიდრის დაბადების და პირადობის მოწმობის ასლი.

3. მამკვიდრებლის სხვა სავარაუდო მემკვიდრეების პირადობის მოწმობის ასლები (საჭირეობის შემთხვევაში)

4. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლის შემთხვევაში სახლის პასპორტი ან ძველად დამზადებული გეგმა ანაზომის (ნახაზის) ასლი.

 სხვა სახის დოკუმენტაციის მოძიება (მათ შორის ცნობა დახასიათების, ქონების მდგომარეობის და სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ ცნობების, სამისამართო ბიუროდან ცნობების, ნოტარიუსთან წარსადგენი დოკუმენტაციის სრული პაკეტის), გეგმა ანაზომების დამზადება მოხდება სააგენტოს თანამშრომლების მიერ.

ვადა დაჩქარებული მომსახურეობის გარეშე შეადგენს 15-დან 20 სამუშაო დღემდე.

 

7. სახელმწიფო და კოოპერატიული ბინის პრივატიზაცია

 უძრავი ქონების სააგენტო "მესაკუთრე" თანამშრომლები თქვენი სახელით განახორციელებენ სახელმწიფო და კოოპერატიული ბინის პრივატიზაციისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცედურებს საბინაო ორდერის ან  საბინაო წიგნის საფუძველზე და შედეგად გადმოგცემენ საკუთრების მოწმობასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან:

 კოოპერატიული ბინის პრივატიზაციის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

) ბინის ორდერი.

) ორდერში ჩაწერილი მესაკუთრეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა.

სხვა სახის დოკუმენტაციის მოძიება და გეგმა ანაზომის დამზადება მოხდება სააგენტოს თანამშრომლების მიერ. ზემოთ აღნიშნული პროცედურების შემდგომ მომზადდება დოკუმენტაცია ნოტარიუსთან ხელმოსაწერად, ნოტარიუსში აუცილებელია ამხანაგობის თავმჯდომარის და ორდერში ჩაწერილი მესაკუთრეების ხელმოწერები.

პრივატიზაციის და საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის ვადა დაჩქარებული მომსახურეობის გარეშე შეადგენს 15-დან 20 სამუშაო დღემდე

შენიშვნა: ერთი კონკრეტული ბინიდან რამოდენიმე მესაკუთრის მიერ პრივატიზაციის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

 კოოპერატიული ბინის პრივატიზაციის შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

) ბინის ორდერი.

) ორდერში ჩაწერილი მესაკუთრეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  ან გარდაცვლილების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობა.

სხვა სახის დოკუმენტაციის მოძიება და გეგმა ანაზომის დამზადება მოხდება სააგენტოს თანამშრომლების მიერ. შემდგომ ეტაპზე მოხდება საბუთების წარდგენა მერიის შესაბამის სამსახურში, რომელიც გარკვეულ ვადაში გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას, მოწმობის გაცემის შემდგომ აუცილებელია მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლები

პრივატიზაციის, საკუთრების მოწმობის მოპოვების და საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის ვადა დაჩქარებული მომსახურეობის გარეშე შეადგენს 15-დან 20 სამუშაო დღემდე.

 შენიშვნა: ერთი კონკრეტული ბინიდან რამოდენიმე მესაკუთრის მიერ პრივატიზაციის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში მოხდება მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

  

8. იპოთეკურ სესხებს 4%-დან, უძრავი ქონების გარანტიით, ყოველგვარი ცნობების გარეშე;

 უძრავი ქონების სააგენტო "მესაკუთრე" გთავაზობთ იპოთეკურ სესხებს 4%-ად, უძრავი ქონების გარანტიით, მომსახურეობის საკომისიო 5%-დან;

შესაძლებელია სხვა იპოთეკის ჩანაცვლება და გადახდის კლებადი გრაფიკი მორგებული მსესხებლის ინტერესებს;

  

9. უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებულ მომსახურება, ყველა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება კვალიფიციური იურისტების მიერ - ნასყიდობის, იჯარის, ქირავნობის, იპოთეკის, გაცვლის, ურთიერთსარგებლობის, გამიჯვნისა და გაერთიანების, ბეს, ჩუქების, სამისდღემშიო რჩენის, ფრენშაიზინგის, საშუამავლო და სხვა გარიგების შედგენა

 მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო აღარ არის ნასყიდობის, ჩუქების, ქირავნობის, ფართების გამიჯვნა-დაყოფისა და იპოთეკის ხელშეკრულებების სანოტარო წესით გაფორმება. ჩვენი კომპანია უფლებამოსილია შეადგინოს ზემოთ ჩამოთვლილი ხელშეკრულებები და ხელმოწერების სინამდვილის დამოწმება მოახდინოს საჯარო რეესტრის წარმომადგენლის თანდასწრებით, რასაც გააჩნია სრული იურიდიული ძალა.

აღნიშნული მომსახურება ხორციელდება ერთ სამუშაო დღეში,

ჩვენ  გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას და ფინანსური ხარჯების მნიშვნელოვან დანაზოგს.

  

10. ყველა ტიპის უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთების, ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების,  ყიდვა, გაყიდვა, გაქირავება;

 

11. დაუკანონებელი ქონების (მიწის ნაკვეთების, ავტოსადგომების, უკანონო მიშენებების, სარდაფების, სხვენების) დაკანონებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;

 

12. ბინის მიმდებარედ არსებული ავტოსადგმების დაკანონება:

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ბინის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომების დაკანონებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. დაკანონებისათვის აუცილებელია: ბინის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი რომელზეც განთავსებულია ავტოსადგომები იმყოფებოდეს კერძო საკუთრებაში (მიწის დამაგრების პროექტის საფუძველზე).

 ავტოსადგომების მესაკუთრეების სახლიდან გაუსვლელად მიიებენ ავტოსადგომების კანონიერების ამსახველ სრულ დოკუმენტაციას: საჯარო რეესტრიდან ამონაწერს და გეგმა ანაზომს, სადაც მითითებული იქნება ინდივიდუალურად თითოეული მესაკუთრის სახელი, გვარი და ავტოსადგომის ნომერი.

 

13. სარგებლობასა და მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვება       

 აღნიშნული სერვისი გულისხმობს საკუთრების მოწმობის მიღებას ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც თქვენს ფაქტიურ სარგებლობასა და მფლობელობაშია, თუმცა თქვენ ხელთ არ გაქვთ მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთ შემთხვევებში მზადდება სპეციალური პაკეტი (აეროფოტო მასალები, საარქივო მონაცემები და სხვა) და წარედგინება საკრებულოს კომისიას ან საჯარო რეესტრს, რომელიც წარდგენილი მასალების საფუძველზე საკუთრებაში გადმოგცემთ სახელმწიფო მიწის ნაკვეთს. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს საჭირო პროცედურების შესრულებასა და თქვენს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციაში.

  14. საცხოვრებელი კორპუსის გარშემო არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემა მობინადრეთა საკუთრებაში (მიწის ნაკვეთის დამაგრების პროექტის მომზადება);

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად კორპუსის მიმდებარედ არსებული ტერიტორია (მიწის ნაკვეთი) მობინადრეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ საკუთრებაში ერთობლივი განკარგვისთვის. ამისათვის აუცილებელია, რომ კორპუსის ამხანაგობის შექმნასთან ერთად უნდა შედგეს მიწის ნაკვეთის საზღვრების გამიჯვნის პროექტი, კანონმდებლობის მიხედვით კორპუსს შესაძლებელია საკუთრებაში გადაეცეს მიწის ნაკვეთი ბინის სიმაღლის 40%-ის რადიუსით. (მაგ: თუ ბინის სიმაღლე შეადგენს 40- დაკანონებას ექვემდებარება მიწის ნაკვეთი ბინიდან 16 მეტრი რადიუსში). პროექტი დამზადების შემდგომ უნდა შეთანხმდეს  არქიტექტურის სამსახურთან და შემდგომ დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ამხანაგობის სახელზე. ამის შემდგომ შესაძლებელია აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ავტოფარეხები, კორპუსზე განხორციელებული უკანონო მიშენებები ან ცარიელი მიწის ნაკვეთი მობინადრეებს გადაეცეთ ინდივიდუალურ საკუთრებაში.

 15. უძრავი ქონების ისტორიის კვლევას (ობიექტის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება)  და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი ტიპის მომსახურება.

 უძრავი ქონების ყიდვისას ან იპოთეკის დატვირთვისას, შესაძლებელია ქონებას ჰქონდეს დაფარული ნაკლი, არ იყოს დარეგისტრირებული კანონიერად, დაფარული იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეები, იყოს ხარვეზები გეგმა-ანაზომებში და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში, რის გამოც შესაძლებელია აუნაზღაურებელი ზიანი მიადგეს კეთილსინდისიერ მყიდველს ან იპოთეკარს. ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების სრული ისტორიის სრულ  კვლევას და ანალიზს დღიდან მისი წარმოშობისა.

 

16. არქიტექტურულ მომსახურება: პროექტირება, ინტერიერის დიზაინი და მშენებლობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;

17. საადვოკატო მომსახურეობა: სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციულ პროცესებზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას, იურიდიული ფაქტების დადგენას და ა.შ;

 

 

 

© 2018   Mesakutre.ge     ამზადებულია: BESRICH.Net